დავით ცეცხლაძე: ჩვენ, ქართველები, ამაყად ვატარებთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშას და …

რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე მუსიკოსი ერეკლე გეწაძის პერფორმანსს გამოეხმაურა.

ცეცხლაძემ პერფორმანსი “კატეგორიულად დაგმო”.

“ჩვენ, ქართველები, ამაყად ვატარებთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშას და იაფფასიანი პროვოკაციული მოქმედებებით ჩვენს ერებს შორის განხეთქილების გაჩენა არავის გამოუვა.” – თქვა რუსეთში მოღვაწე პუტინისტმა ბიზნესმენმა.

ერეკლე გეწაძემ რუსეთის დროშა Tbilisi Open Air-ზე საკუთარი პერფორმანსის დროს, 24 მაისს გამოიყენა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს