რას სთავაზობს “თბილისი ჰილსი” მომხმარებლებს?

თბილისისგან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, სრულიად განსხვავებული საცხოვრებელი რეალობა ვითარდება – „თბილისი ჰილსი“ მცხოვრებლებს არა მხოლოდ კომფორტულ გარემოს, არამედ ეკოლოგიურ და მაღალი ხარისხის ცხოვრების სტანდარტს სთავაზობს. პროექტის დეტალებზე კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მარიამ ხარატმა BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
“„თბილისი ჰილსი“ 331 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და ევროპული სტანდარტებით დაგეგმილ უძრავ ქონებასა და 18 ფოსოიან პროფესიონალურ გოლფის მოედანს მოიცავს, რომელიც 60 ჰექტარზეა გადაჭიმული.
კომპლექსში მომხმარებლებს მიწის ნაკვეთების შეძენა 1100-დან 11,000 კვ.მ-მდე შეუძლიათ, ხოლო მომავალში საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობაა დაგეგმილი, სადაც თითოეულში 44 პრემიუმ კლასის აპარტამენტი განთავსდება. აპარტამენტების მახლობლად კი ორი ჰექტარი პარკი, კომერციული სივრცე, კაფე და აფთიაქი მოეწყობა“, – აცხადებს მარიამ ხარატი.
კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს გოლფის მოედანზე, რომელიც ევროპის საუკეთესო მოედნების 100-ეულში შედის. პროექტის ავტორი კი ცნობილი არქიტექტორი, ლასი პეკა ტილანდერია.
„”თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედანი ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი. ის ერთადერთი პროფესიონალური, 18 ფოსოიანი გოლფის მოე საქართველოში. მისი შესანიშნავი დიზაინი, საერთაშორისოდ აღიარებული, ლასი პეკა ტილანდერის მიერაა დაპროექტებული, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. საგულისხმოა, რომ ჰილსის კლუბმა 5 წლის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა”, – ამბობს “თბილისი ჰილსის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.
გარდა გოლფისა, „თბილისი ჰილსის“ ტერიტორიაზე ასევე რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც ქართულ ნატურალურ პროდუქტებზე დაფუძნებული ევროპული კერძები მზადდება. რესტორანი რეგულარულად მასპინძლობს თემატურ საღამოებს, მათ შორის: იოგასა და საუზმეს, გოლფის ბრანჩს, ჯაზისა და ღვინის ღონისძიებებს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, კომპლექსის მშენებლობისას ეკოლოგიური მიდგომა პრიორიტეტულია. შესაბამისად, სამშენებლო ფართი მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 10%-ს მოიცავს, დანარჩენი კი გამწვანებისთვის არის განკუთვნილი.
“სამომავლოდ, „თბილისი ჰილსი” თბილისთან ახლოს კეთილმოწყობილი ქალაქის მშენებლობას გეგმავს, სადაც სუპერმარკეტების ქსელი, აფთიაქი, სკოლა, ჩოგბურთის მოედნები, სპა, ღია და დახურული აუზები, სპორტდარბაზი, პარკი და უამრავი ადაპტირებადი სივრცე გაერთიანდება, რომელიც სავსე იქნება სიახლეებითა და შესაძლებლობებით.
ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება. თითოეულ შენობაში კი 44 აპარტამენტი იქნება განთავსებული. აპარტამენტები წარმოადგენს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მცხოვრებლების ყოველ მინიმალურ სურვილსა და საჭიროებას”, – განმარტავს მარიამ ხარატი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას წელს ახალი პარტნიორები შეემატა, კერძოდ TBC, , Porsche და Bang & Olufsen.