“ესეც ვერდიქტია!” – რომან გოცირიძე

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა უზენაესი საბჭოს ( პარლამენტის) 250-მდე წევრმა. აქედან 70 პროცენტი განეკუთვნებოდა ეროვნულ მოძრაობას, ხოლო 30 პროცენტი კომუნისტურ პარტიას. უცნაური იდეა მომივიდა: დავიდე სია ( სამწუხაროდ, ბევრი ცოცხალი არ არის) და გადავწყვიტე დამედგინა, თუ ვინ არის დღეს “ოცნების” ხელისუფლების მხარდამჭერი. ვიცნობდი რა კარგად ყველას როგორც ეროვნული მოძრაობიდან, ასევ პირველი პარლამენტიდან, არ გამჭირვებია ზუსტი სურათის დადგენა: დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებიდან ფაქტობრივად არავინ არის ამ რუსული ხელისუფლების მომხრე.
ესეც ვერდიქტია!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს