საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა. 26 მაისი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც მრავალი წელია, გამორჩეულად აღნიშნავს.
თიბისიმ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გასულ წლებში, ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, დამოუკიდებლობის სკოლა, გმირები და სხვა გამორჩეული პროექტი შექმნა. ბრენდი წელსაც აგრძელებს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას და საზოგადოებას ახალი ვიდეო რგოლითულოცავს ქვეყნისთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს.
დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად განვლილი განვითარების გზა, არც თიბისისთვისყოფილა მარტივი. თუმცა, გამოწვევების საპასუხოდ, ყოველ შემდეგ საფეხურზე გამარჯვებული და კიდევ უფრო ძლიერი აგრძელებს სვლას. ყოველთვის ასეთი იყო თიბისი ამ ისტორიაში – შეუპოვარი, დაუნებებელი, გამარჯვებებითა და თვითრწმენით გაძლიერებული. თვითონ გამბედავი, მუდმივად იდგა და დგას ასეთივე ადამიანების გვერდით – ვინც არ ერიდება სურვილებს, დიდი თუ პატარა მიზნების დასახვას; ვინც გაბედულ ნაბიჯებს დგამს წინ; ვისაც სჯერა, რომ გადამწყვეტი ისტორიები სწორედ მაშინ იწყება, როდესაც იჯერებ.
(R)