“1921 წლის მაისში ბოლშევიკებმაც აღნიშნეს 26 მაისი. გვარები მათაც ქართული ჰქონდათ, მაგრამ რუსეთს მიუერთეს საქართველო.
ყოველთვის მიყვარდა 26 მაისის აღლუმისთვის თვალის შევლება – შარშან სალომე ზურაბიშვილის ფაქტორის გამოც, როგორც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა მემკვიდრის, მაგრამ ახლა ბუნებრივია ერთ წუთსაც ვერ გავუძელი ამ სიყალბეს. რუსებს რა აქვთ 26 მაისს საზეიმო? ან ჯარის ის ნაწილი, მანდ ვინც დგას, ვის წინაშე დებს ფიცს – რუსი ვანიშვილის მიერ დასმული არალეგიტიმური მარიონეტის? მეტი დაფიქრება მართებთ, თორემ ხვალ-ზეგ მათაც რუსულ ომში, რუსეთის მხარეს უკრავენ თავს საზარბაზნე ხორცად. ცოტა ისტორიის ცოდნაა საჭირო და რეალობისთვის თვალის გასწორება.
26 მაისი ეროვნული სახალხო ზეიმია და შუადღისას გამართულ სიყალბესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტიც საღამოს მოგვილოცავს დამოუკიდებლობის დღეს,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.