“პუტინს მთელი უკრაინა სურს და თუ ასე მოხდა, ეს რუსეთის დაცემამდე მიგვიყვანს! ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას”

პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას, მისი ყველა სიტყვა პრობლემებს იწვევს, ეს არ მომწონს და სჯობს, შეწყდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ამასთან, ს თქმით, ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, „მაგრამ მას რაღაც დაემართა“.
„ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის უმიზეზოდ კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. რაკეტებსა და დრონებს ისვრიან უკრაინის ქალაქებში, სრულიად უსაფუძვლოდ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლო, ეს სწორი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს რუსეთის დაცემამდე მიგვიყვანს!
ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას ასეთი საუბრით. მისი ყველა სიტყვა პრობლემებს იწვევს, ეს არ მომწონს და ჯობს, შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა ტრამპის. მე მხოლოდ ვეხმარები დიდი და საშინელი ხანძრების ჩაქრობაში, რომლებიც დიდი არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო“,- წერს დონალდ ტრამპი.
1tv.ge