“ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე“- გვარამია გაბუნიას, მელიას და მამისეიშვილის კამათს ეხმაურება

პოლიტიკოსი, , სოციალურ ქსელში დია მამისეიშვილის, სა და გიორგი გაბუნიას შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

“მეგობრებო, დეა მამისეიშვილი და გიორგი გაბუნია კი არა, ჩემი 2 არასრულწლოვანი შვილი არ მაბარებს ანგარიშს, რა თქვან და რა გააკეთონ.

საერთოდაც, ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე.

კვირა დღესაც კი შეხვედრა მქონდა და ამიფეთქდა ტელეფონი.

ძალიან მინდა გთხოვოთ, ზრდასრული ადამიანების (მით უმეტეს, მთლად ჩემზე “ხანდაზმულის”) ტექსტებზე მე ნუ მომთხოვთ ანგარიშს, ან თუნდაც პასუხს, რატომ თქვა ეს ან ის. მათ კითხეთ და მათ ეჩხუბეთ. ან ეგენი შეაქეთ.

მე მონები და ყმები არ მყავს და, ბევრისგან განსხვავებით, სხვებს არ “ვაყეფებ” როცა რამის თქმა მინდა.

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო.”- წერს ნიკა გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციების ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათივე შვილების სახელით უკეთესი საქართველო სურთ, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!

გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა. ეს არის არამხოლოდ საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა