აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ფარის, „ოქროს გუმბათის“ შექმნაზე მუშაობს

შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ფარის, „ოქროს გუმბათის“ შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომლის თქმითაც, ეს სისტემა, რომელიც კოსმოსურ გამანადგურებელ- გზაგადამჭრელსაც გულისხმობს, მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე სრულად ამოქმედდება.
ამბობს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება კანადასაც სურს და ვაშინგტონი ამ მიმართულებითაც მუშაობს.
თეთრ სახლში გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის ფარის შექმნა დაახლოებით 175 მილიარდი დოლარი დაჯდება.
„ოქროს გუმბათის“ შექმნისთვის საჭირო ყველა კომპონენტი აშშ-ში დამზადდება. პროექტს კოსმოსური ოპერაციების უფროსის მოადგილე, გენერალი მაიკლ გეტლეინი უხელმძღვანელებს.
წყარო: 1tv.ge