საბა ბუაძე გურამ მაჭარაშვილზე – ივანიშვილი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ ეს გამორჩეული ექსპონატია

ივანიშვილი კი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ გურამ მაჭარაშვილი გამორჩეული ექსპონატია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას ეხმაურება მაჭარაშვილს “მესამე თანრიგის პოლიტიკურ კლოუნს” უწოდებს.
„თურმე ივანიშვილის კარის მესამე თანრიგის პოლიტიკური კლოუნი სასაცილოდ მიიჩნევს „ლელოს“ 9- პუნქტიან ინიციატივას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებაზე. თურმე სავიზო რეგულაციების დაწესება და რუსების აქ ბოგინის შეზღუდვა არის „ფაშიზმი“. ივანიშვილი კი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ ეს გამორჩეული ექსპონატია, კარგად ეტყობა „ქართუს სკოლა“, – წერს ბუაძე.
ცნობისთვის, გურამ მაჭარაშვილმა „ლელოს“ ინიციატივას სახიფათო და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი უწოდა.
„ბატონმა ხაზარაძემ თუ ასე გააგრძელა, არამხოლოდ ოპოზიციიდან, სადაც უკვე დასცინიან მის განცხადებებს, არამედ საკუთარი პარტიიდანაც გარიცხავენ. როგორც ხაბეიშვილია მარგალიტი, ისეთივეა ხაზარაძე “ლელოსთვის”,“ – აცხადებს მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე