„ლელო – ძლიერი საქართველო“ პარტიის საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმას ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელის დასჯას ითხოვენ.
„დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა. გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.
„ლელო-ძლიერი საქართველო“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს. პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!“, – აცხადებენ პარტიაში.
