რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა უკრაინას 307 ტყვე გადასცა.
„რუსეთ-უკრაინას შორის 16 მაისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ 307 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი გუშინ შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი.
