ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველი ასეთი თავდასხმით მსოფლიო უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვშია

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ამბობს, რომ წუხელ, ღამით ს მხრიდან განხორციელებული თავდასხმის სამიზნეები მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. მან მიუსამძიმრა იმ ადამიანებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს.
მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები მსოფლიოს არწმუნებს, ვის არ უნდა ომის შეწყვეტა.
„ყოველი ასეთი თავდასხმით მსოფლიო უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვშია. მ არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა – როგორც სრული, ასევე ცაში. ეს ყველაფერი იგნორირებულია.
აშკარაა, რომ რუსეთზე საჭიროა ბევრად უფრო ძლიერი ზეწოლა, რომ იყოს შედეგი და რეალური დიპლომატია დაიწყოს“, – წერს ზელენსი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ და აქვეყნებს ღამით განხორციელებუ თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებს.
მისი თქმით, რუსეთმა იერიში მიიტანა: ოდესის, ვინიცის, სუმის, ხარკოვის, დონეცკის, ს, დნეპროს ოლქებში:
„მხოლოდ დამატებითი სანქციები, რომლებიც მოიცავს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს, აიძულებს მოსკოვს შეწყვიტოს ცეცხლი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება და მხარს გვიჭერს“.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომს ემსხვერპლა მშვიდობიანი მოსახლეობა, ნაწილს კი იძულებით მოუწია საცხოვრებლების დატოვება.
დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთი ამ ომს არ ასრულებს.
გასულ ღამეს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში უტევდა რუსეთი კიევს. საჰაერო ძალების ცნობით, ღამით უკრაინის დედაქალაქში ექვსი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.
რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს ჯამში 250-მდე დრონითა და 15-მდე ბალესტიკური რაკეტით შეუტია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ქალაქის მერის ცოლი ხარ, რამდენი საქველმოქმედო რამის გაკეთება შეგიძლია, რამდენი სიკეთის, რამდენი ღარიბი ხალხის გადარჩენის და შენგან პოზირებისა და მილანებსა და პარიზებში შოპინგების მეტი, არაფერი გვსმენია და ბოლოს ასე უწმაწური სიტყვებით დაგიწყია ლაპარაკი”

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ