ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ დაწესებული სანქციების სია იმ მიზნით გააფართოვა, რომ რუსეთსა და ბელარუსში ისეთი საქონლის ექსპორტი არ მოხდეს, რომლის გამოყენებაც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება.
„სანქცირებული საქონლის სია საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად გაფართოვდა“, – ნათქვამია ტაივანის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
გაფართოებულ სიაში ნახევარგამტარების საწარმოებელი მოწყობილობები შევიდა, რომლის მწარმოებელთა შორის ტაივანი ლიდერობს, ასევე, გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე