ბენ ჰოჯესი რუსული ხომალდის განადგურებაზე – წარმოიდგინეთ, უკრაინას რომ კიდევ ასი ATACMS, TAURUS, Storm Shadow ან SCALP ჰქონდეს – რუსეთისთვის გამოუსადეგარი ბაზა იქნებოდა ევროპაში

-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი ფეოდოსიის პორტში უკრაინელების მიერ რუსული სადესანტო გემის განადგურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა რომ ჰქონდეს, რუსები ანექსირებული ყირიმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოყენებას ვერ შეძლებდნენ.
„წარმოიდგინეთ, უკრაინას რომ კიდევ ასი ATACMS, TAURUS, Storm Shadow ან SCALP ჰქონდეს? რუსეთისთვის გამოუსადეგარი ბაზა იქნებოდა. არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი, არც საჰაერო ძალები, არც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დრონების გაშვება, არც ლოგისტიკური კერა რუსეთის თავდაცვის შესანარჩუნებლად სამხრეთ უკრაინაში, არც ქერჩის ხიდი“, – წერს ევროპაში -ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე