ევროპარლამენტმა რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ სასუქებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე 100%-მდე ტარიფების დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ სასუქებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე 100%-მდე ტარიფების დაწესებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსეთიდან და ბელარუსიდან ევროკავშირში იმპორტირებულ გარკვეული ტიპის სასუქებზე ტარიფები 6.5%-დან დაახლოებით 100%-მდე გაიზრდება, რაც ფაქტობრივად იმპორტის შეჩერებას გამოიწვევს.
ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დამატებით 50%-ის ოდენობის საბაჟო გადასახადი დაწესდება.
გაზრდილი ტარიფები, სავარაუდოდ, ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.
ევროკომისიის განცხადებით, ტარიფები შიდა წარმოებას ხელს შეუწყობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე: თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – რაც შეეხება თვითმკვლელობების ფაქტებს, ეს ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ ერთმანეთზე უარესები არიან