სერგეი შოიგუ – რუსეთის არმიამ წლის მთავარი ამოცანა შეასრულა

რუსეთის არმიამ 2023 წლის მთავარი ამოცანა შეასრულა – უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„გასულ წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევაზე.
მათგან მთავარი იყო უკრაინისა და მისი ნატო-ელი მოკავშირეების მიერ ხმამაღლა გამოცხადებული უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ჩაშლა. ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა“, – განაცხადა შოიგუმ.
მისი მტკიცებით, აღნიშნული ამოცანა შესრულდა ეფექტურად აგებული თავდაცვითი ხაზების, ტექნიკის საიმედოობისა და ჯარისკაცების გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი