რუსებმა უკრაინას „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით შეუტიეს

რუსებმა ს „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილებში 74 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 38 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
ს თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქები დაზარალდა.