დონალდ ტრამპი – ვაშინგტონში, ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს

ვაშინგტონში ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს!, – ასე გამოეხმაურა -ის პრეზიდენტი, ვაშინგტონში ს საელჩოს თანამშრომლების მკვლელობას.
„აშშ-ში სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს! ყველა ღმერთმა დაგიფაროთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.
აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას