Reuters – ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩონჯინის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტში მომხდარი ინციდენტი გემის გაშვების დროს წონასწორობის დაკარგვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სამხედრო ხომალდის ძირის ნაწილები დაიმსხვრა.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომელიც 5000 ტონიანი გამანადგურებლის წარუმატებელ ჩაშვებას თავად ესწრებოდა, განაცხადა, რომ ეს „დანაშაულებრივი ქმედება იყო, რომლის ატანაც არ შეიძლება“ და პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.
ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა