სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე დღეს იმსჯელებს – თავად ჯაფარიძე, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, არ გამორიცხავს, რომ დააპატიმრონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.
„ველოდები, რომ დამიჭერენ. 99%-ით, ალბათ, დამიჭერენ,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, გადაუხდელობის გამო, სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. ის სხდომათა დარბაზშივე 14 მაისს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა