რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა და „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ 26 დრონი გაანადგურა, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სობიანინის განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში თვითმფრინავების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო