– წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი – შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მას საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დაუტოვა, „უპრეცედენტო და ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას წარმოადგენს“.
ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმითვე, მას „სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წაართვეს“.
„სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას.
მე წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი, რადგან არ მომეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა.
მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამასთან, შემიზღუდეს ელემენტარული საპროცესო უფლებებიც“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 17 მარტს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს