ირაკლი კობახიძეს აქციების გამო დაკავებული პირების სახელით გავრცელებული წერილის შესახებ: ჩვენთვის მთავარია, ამ ადამიანებმა მოინანიონ

ს აქციების გამო დაკავებული პირების სახელით გავრცელებული წერილის შესახებ ჰკითხეს:
„ჩვენთვის მთავარია, ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს. თქვენ ხედავდით, როგორი ძალადობრივი იყო მაშინ ქმედებები, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, სახელმწიფო შენობებს და ა.შ.
მთავარია, ამ ადამიანებმა მოინანიონ ეს ქმედება და ის, რომ რეალურად მაშინ გვერდში დაუდგნენ სწორედ კოლექტიურ ნაცმოძრაობას.
ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა 5 დღის განმავლობაში, უკიდურესი ძალადობა, ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი, გაემიჯნოს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და იმ ძალადობას, რომელიც თავად ჩაიდინეს თავის დროზე“, – განაცხადა მ.
⭕ გუშინ მოძრაობა „დაფიონმა“ გაავრცელა წერილი, რომელიც მოგვიანებით წაშალა. „დაფიონი“ წერდა, რომ ეს წერილი ციხიდან გაუგზავნეს აქციებზე დაკავებულმა ადამიანებმა.
⭕ პატიმარ ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთევან ქერაშვილმა და ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ დაწერეს, რომ ამ წერილის შესახებ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს ინფორმაცია არ აქვთ.
🗯️ „პატიმრების სახელით გავრცელებული წერილის შესახებ არაფერი ვიცით, ისევე როგორც ადვოკატებმა, ასევე, ოჯახის წევრებმა. ბიჭებს დღეს კონტაქტის საშუალება აღარ ექნებათ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შესაბამისად, ბიჭების პოზიციას“, – დაწერა ქეთევან ქერაშვილმა.
🗯️ „სიმართლე ხვალ დილით გაირკვევა, როცა პატიმრები დარეკავენ, მაგრამ ამჟამად უტყუარი სიმართლე ისაა, რომ არცერთი პატიმრის არცერთმა ოჯახის წევრმა არ ვიცოდით ამ წერილზე. ტელევიზიიდან გავიგეთ, მაშინ როცა გუშინ პროცესი იყო და არცერთს არაფერი უთქვამს. დანარჩენი დილით გაირკვევა“, – დაწერა სანდრო ცხადაძემ.
წერილის შესახებ სიახლე, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.