რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ევროკავშირისგან მიიღებს 5,5 მილიონი ევროს დახმარებას

ევროკავშირი 5,5 მილიონი ევროს მოკლევადიან, საგანგებო დახმარებას გაუწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას(RFE/RL). ამის შესახებ 20 მაისს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
კალასის განმარტებით, რადიო თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს გასაგრძელებლად თანხას მიიღებს დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდიდან. როგორც კაია კალასმა თქვა, დღევანდელ ეპოქაში დამოუკიდებელი ჟურნალისიტიკა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ამჟამად ევროკავშირი ვერ შეძლებს რადიო თავისუფლების დაფინანსების დეფიციტის სრულად შევსებას, მაგრამ შეუძლია მის საქმიანობას დაეხმაროს ევროკავშირის სამეზობლოში. მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამასთან, კალასმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი შეძლებს რადიო თავისუფლებისთვის გრძელვადიანი დახმარების გაწევასაც.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სივენ კაპუსმა ევროკავშირს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. კაპუსის თქმით, კაია კალასის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის და სხვა პოლიტიკოსების ძალისხმევით ორგანიზაცია შეძლებს ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას და ამასთან, გააგრძელებს -ისგან კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის მოთხოვნას.
კორპორაციის პრეზიდენტის განცხადებით, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება საფრთხის წინაშე იქნება, სანამ ეს თანხა მის განკარგულებაში არ აღმოჩნდება.
გლობალური მედიის სააგენტოს(USAGM) დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ ს მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
· რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
· რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.
· რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!