ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის

ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის მაღალჩინოსნები ავრცელებენ.
„დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მოვხსნათ სირიის წინააღმდეგ ჩვენი ეკონომიკური სანქციები. გვსურს სირიელ ხალხს დავეხმაროთ ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში.
ბოლო 14 წლის განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის გვერდში ედგა სირიელებს – და ამის კეთებას გავაგრძელებთ“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე.
გადაწყვეტილებას ასევე ეხმაურებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა.
„მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნას. აღდგენისკენ გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზად არის სირიასთან ერთად იმუშაოს.
გვსურს პარტნიორები ვიყოთ სირიის ზრდაში, რეგიონში და მის მიღმა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად.
შერიგება პირველი კრიტიკული ნაბიჯია აღდგენისკენ“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა