რუსთავში, ქორწილის ესკორტის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის ავტომობილი ქვეითს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ავტომობილი ევაკუატორმა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. წყვილს ქორწილში ალტერნატიული ავტომობილით მოუწია წასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი