როგორია სპორტის სასახლესთან ნაცემი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლესთან ნაცემი სპორტსმენის, 27 წლის ბექა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ონიანის დედის, ქეთი შერმადინის ინფორმაციით, ექიმები ამოწმებენ მის რეფლექსებს და შეგრძნებებს კიდურებზე.
TV პირველთან საუბრისას მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნელ-ნელა დაიწყება მისი გამოღვიძების პროცესი ხელოვნური კომიდან. ის მკურნალობას კავკასიის მედიცინის ცენტრში აგრძელებს.
შემთხვევა 16 მაისს მოხდა. როგორც ირკვევა, ფუტსალის მატჩის შემდეგ, სპორტსმენებს შორის დაპირისპირება იყო, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო ბექა ონიანმა. შინაგანს საქმეთა სამინისრტოს ინფორმაციით, ონიანზე ფიზიკურად იძალადა 30 წლის ივა ტყეშელაშვილმა, რის შემდეგაც ის წაიქცა და თავის დაზიანება მიიღო. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარის შემდეგ ტყეშელაშვილი ადგილიდან მიიმალა. თუმცა, პოლიციამ ის რამდენიმე საათში დააკავა.
მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტყეშელაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გუშინ, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ივა ტყეშელაშვილს აღკვეთოს ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ ეტაპზე, ის დუმილის უფლებას იყენებს.
ამავე თემაზე:
· ონიანის სიკვდილამდე მიმყვანსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და მზია ამაღლობელსაც – იურისტი