მიხეილ ხუბუტიას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება – ფოტო, რომელშიც ჩანს, როგორ მიდის ცულით ხელში იულია ვანის სახლში

რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვი­და და ყო­ფილ საყ­ვა­რელ იუ­ლია ვან­ზე თავ­დას­ხმა აღი­ა­რა. აპ­რი­ლის ბო­ლოს, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მი­ლი­ო­ნე­რი ქალს სა­კუ­თარ სახ­ლში ცუ­ლით სას­ტი­კად გა­უს­წორ­და.
აღი­ა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მოს­კო­ვის ტვე­რის სა­სა­მარ­თლომ ბიზ­ნეს­მენს ორ­თვი­ა­ნი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.
მა­ნამ­დე ხუ­ბუ­ტია ამ­ტკი­ცებ­და, რომ პი­რი­ქით, ყო­ფი­ლი საყ­ვა­რე­ლი დევ­ნი­და და აშან­ტა­ჟებ­და. ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ თით­ქოს არა­ნა­ი­რი ცუ­ლით თავ­დას­ხმა არ მომ­ხდა­რა და ეს იყო იუ­ლი­ას მიერ და­გეგ­მი­ლი შოუ-პროგ­რა­მა, რათა ყო­ფილ საყ­ვა­რელ­ზე შური ეძია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცია.
თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბიზ­ნეს­მენ­მა თა­ვად მი­ა­კი­თხა პო­ლი­ცი­ას და ჩა­დე­ნი­ლი აღი­ა­რა. ხუ­ბუ­ტი­ამ ბრა­ლი აღი­ა­რა “სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის” მუხ­ლით. მის მი­მართ კი­დევ ერთი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იყო აღ­ძრუ­ლი – “მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა”, თუმ­ცა ამ ბრალ­დე­ბას იგი არ და­ე­თან­ხმა. ბიზ­ნეს­მენს ათ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.
ამას­თან, ბიზ­ნეს­მენ­მა და მის­მა დაც­ვამ მო­ი­თხო­ვეს სას­ჯე­ლის სა­ხით არა ში­და­პა­ტიმ­რო­ბა, არა­მედ გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის აკ­რძალ­ვა – ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რის თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­და.
სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ხუ­ბუ­ტი­ამ და მის­მა ად­ვო­კატ­მა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს და ჩუ­მად ჩას­ხდნენ მან­ქა­ნა­ში.
ელი­ტუ­რი და­სახ­ლე­ბა, სა­დაც თავ­დას­ხმა მოხ­და, ყვე­ლა მხრი­დან აღ­ჭურ­ვი­ლია ვი­დეო თვალ­თვა­ლის კა­მე­რე­ბით, ამი­ტომ ვა­ნის სი­ტყვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა არ იყო რთუ­ლი. ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა, რო­მელ­მაც და­ზა­რა­ლე­ბულ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, იმ დღის ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მათ­ზე ჩანს, რო­გორ შე­დის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის მან­ქა­ნა და­სახ­ლე­ბა­ში, შემ­დეგ კი სწრა­ფი ნა­ბი­ჯით ტო­ვებს შემ­თხვე­ვის ად­გილს. კად­რებ­ში ჩანს, რომ ხელ­ში პა­ტა­რა ცუ­ლით უკა­ვია, აც­ვია მუქი კა­პი­უ­შო­ნი­ა­ნი ზე­და­ტა­ნი. მას­თან ერ­თად იმ დროს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.
იუ­ლია მე­დი­ას­თან სა­შინ­ლად აღ­წერ­და იმ დღის მოვ­ლე­ნებს.


“ლო­გინ­ში ვი­წე­ქი და ჩემს შეყ­ვა­რე­ბულს ტე­ლე­ფონ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. უცებ კა­რის და­ხურ­ვი­სა და ნა­ბი­ჯე­ბის ხმა გა­ვი­გე. მი­ხე­ი­ლი აჩ­რდი­ლი­ვით შე­მო­ვი­და ოთახ­ში. ჩუ­მად დაჯ­და სა­წოლ­ზე და მი­თხრა “გა­მარ­ჯო­ბა”. ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე, დავ­დე, ვე­კი­თხე­ბი: “რა გინ­და ჩემ­გან?” – ვხვდე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, მთვრა­ლია, კან­კა­ლებს.
და­ვი­წყე ყვი­რი­ლი, მან ქურ­თუ­კის ქვე­მო­დან ცული ამო­ი­ღო: პა­ტა­რა, სა­ნა­დი­რო ცული და და­მი­წყო დარ­ტყმა, უნ­დო­და რომ ფე­ხე­ბი და­ემტვრია. რა­ღაც მო­მენ­ტში, მგო­ნი, გა­მოვ­ტა­ცე ცული, მერე ისევ წა­მარ­თვა. თავ­ზე ხე­ლებს ვი­ფა­რებ­დი, მე­ში­ნო­და, რომ ან თავ­ში მომ­ხვდე­ბო­და, ან ყელ­ში და მომ­კლავ­და. და­ვე­ცი და თავი მკვდრად მო­ვაჩ­ვე­ნე. ამ დროს გა­იქ­ცა და კი­ბე­ებ­ზე ჩა­ირ­ბი­ნა. ცული თან წა­ი­ღო. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან შე­ე­შინ­და და გა­იქ­ცა”, – იხ­სე­ნებ­და ქალი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა