ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვა, რათა ის უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
რინკევიჩმა იაპონურ მედიასთან რუსეთსა და უკრაინას შორის პარასკევს გამართულ პირდაპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა, მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ან სერიოზული მოლაპარაკებებისადმი სწრაფვას ვერ ხედავს.
„ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებსა და ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდეს, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩმა.
