დიმიტრი პესკოვი – მოსკოვსა და კიევს მემორანდუმთან დაკავშირებით რთული კონტაქტები ელით – ეშმაკი დეტალებშია

მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის ერთიანი ტექსტის შემუშავების კუთხით რთული კონტაქტები ელოდებათ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პროექტები ფორმულირდება როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარის მიერ, მოხდება ამ დოკუმენტების პროექტების გაცვლა, შემდეგ კი იქნება რთული კონტაქტები ერთიანი ტექსტის შესამუშავებლად. ვადები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ცხადია, ყველას სურს ამის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ -ის პრეზიდენტი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, სა და ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები