უკრაინული მედია – ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაურეკავდა.
ცნობისთვის, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ წუთებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო