დღეს, ბალეტის მოცეკვავის, მსახიობისა და პედაგოგის ქალბატონ მაკა მახარაძის დაბადების დღეა. მაკა მახარაძე დაიბადა ქართული კინოსა და თეატრის ყველასთვის საყვარელი მსახიობების- მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ოჯახში.
კოტე მახარაძე, მედეა ჩახავა და მაკა მახარაძე
მაკა მახარაძემ 1968 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1963-1964წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1968-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1993-1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე;
მაკა მახარაძის რეპერტუარია:
ჰერტრუდა (რ. გაბიჩვაძე “ჰამლეტი”); კოლომბინა(გ. სოგე “მოხეტიალე კომედიამტები”); ქუჩის მოცეკვავე, მერსედესი(მინკუსი “დონ კიხოტი”), კარმენი(ბიზე-შჩედრინი “კარმენ-სიუიტა”); ემილია(პერსელი “მავრის პავანა”); მეძავი ქალი(პროკოფიევი-ბალანჩინი “უძღები შვილი”); მარჯანა(ამიროვი “ათას ერთი ღამე”); პერსეფონა(გლუკი-ნასიძე “ორფეოსი და ევრიდიკე”); ნიკესი(ჰერტელი “ამაო სიფრთხილე”); რაველი “ბოლერო”
ცეკვები საოპერო სპექტაკლებში:
ცეკვა (ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი” ჯ.ვერდი „ტრავიატა“); ქალი მათრახით(გ. ყანჩელი “…და არს მუსიკა”);
მაკა მახარაძე გადაღებულია კინოფილმებში: “საბუდარელი ჭაბუკი”- რეჟ. შოთა მანაგაძე; “ჩვენი ეზო”- რეჟ. რეზო ჩხეიძე; “იყო შაშვი მგალობელი”-რეჟ. ოთარ იოსელიანი; “ქალაქი ანარა” და „მოცურავე“-რეჟ.ირაკლი კვირიკაძე; “ჯადოსნური ღამე”-რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი; “გასეირნება თბილისში” და “დანაშაული მოხდა”- რეჟ. ნანა მჭედლიძე; “აქედანა და შენამდე”- რეჟ.ლეილა გორდელაძე; “ფესვები”და “მაცივარში ვიღაც იჯდა”- რეჟ. გუგული მგელაძე; „ექსპრეს ინფორმაცია“- რეჟ. ელდარ შენგელაია; „ჩემი საბნის ნაკეცები“ -რეჟ.ზაზა რუსაძე და სხვა.
გელა კანდელაკი და მაკა მახარაძე ფილმში “იყო შაშვი მგალობელი”
მაკა მახარაძემ 1997 წელს დაარსა საბალეტო სტუდია- „ვერის უბნის ტანც-კლასი“- ნამდვილი ზღაპრული სამყარო ბავშვებისთვის!
News.ge ულოცავს ქალბატონ მაკას დაბადების დღეს