“მეორე დღეა სიცოცლისთვის იბრძვის! მიზეზი თამაშის დროს მომხდარი შელაპარაკებაა, რომელშიც ბექას არც კი მიუღია მონაწილეობა!”

გუშინ წარმოუდგენელი ბოროტება მოხდა: ჩვენს თანამშრომელს ბექა ონიანს, ფეხბურთის თამაშის დასრულების შემდეგ გასახდელიდან გამოსვლისას თავს დაესხნენ, თავში ჯერ ხელით, ხოლო ძირს დავარდნის შემდეგ ორი ფეხით მიაყენეს დაზიანება.
ინცინდენტის შედეგად მას თავში განუვითარდა სისხლჩაქცევა, რის გამოც ექიმებს მოუწიათ მისი ხელოვნურ კომაში გადაყვანა და თავის ქალის ნაწილობრივი ტრეპანაცია.
ბექას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და იგი მეორე დღეა სიცოცლისთვის იბრძვის!
მიზეზი თამაშის დროს მომხდარი შელაპარაკებაა, რომელშიც ბექას არც კი მიუღია მონაწილეობა!
ზოგადად ბექა სრულიად უკონფლიქტო და თავაზიანი ადამიანია, გამოირჩევა კომუნიკაბელურობით და დიპლომატიით. მისი მხრიდან რაიმე სახის კონფლიქტის გამოწვევა არავის ახსოვს.
ონო არის ფეხბურთელი, მწვრთნელი, მუსიკოსი და ჩვენი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. იგი წერს მუსიკას და სკოლებში ატარებს ლექციებს გარემოსდაცვით საკითხებზე.
რა გამართლებაც არ უნდა მოუძებნოს დამნაშავემ, არანორმალურია მის მიმართ ასეთი სისატიკის გამოჩენა.
მის ოჯახთან სისტემატურ კავშირზე ვართ და მათთვის ამ ეტაპზე უპირველესი მნიშვნელობის საკითხია ბექას მდგომარეობიდან გამოყვანა… სხვა არაფერს ამბობენ ამჟამად ისინი.
ჩვენი მხრიდან, კი გეტყვით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ დამნაშავე, რომელიც საბედნიეროდ უკვე დაკავებულია კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
არ მოხდეს რაიმე სახით მისი დანაშაულის შემსუბუქება, მიუხედავად მისი ოჯახის შესაძლო გავლენებისა.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ბოროტება და არაფრისმთქმელი ძალადობა.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ესეთი საქციელი და მითუმეტეს წაქცეული კაცისთვის წიხლის ჩარტყმა, არა ცაჟკაცობად, არამედ დეგრადაციად და არასრულფასოვნებად შეფასდება საზოგადოების მხრიდან.
ახლა კი, ყველამ ერთად ვილოცოთ ბექას გადარჩენისთვის ❤️🙏✊
დანარჩენს მოგვიანებით გაცნობებთ.