საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “პუტინის ცინიზმზე რეაგირებას მოახდენს”.
ამის შესახებ მაკრონმა ტირანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“იმის ფონზე, თუ როგორ ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, მჯერა – დარწმუნებულიც კი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ისადმი ნდობაზე ზრუნვაში, რეაგირებას მოახდენს ამაზე. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. ის თანამდებობაზე კეთილშობილური მიზნით მოვიდა – უზრუნველყოს მშვიდობა, და ამბობდა, რომ ამ მიზნისთვის ყველას ჩართავდა.
პუტინმა და მისმა არმიამ პატივისცემა არ გამოიჩინეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებისადმი, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივა იყო,” – განაცხადა მაკრონმა.
