ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს

ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს.
მოქალაქეები ს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ და საზეიმო მსვლელობა გამართეს.
მსვლელობის მონაწილეებმა ს განმათავისუფლებელ მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისი აღევლინა.
მსვლელობას აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.