ოჯახის სიწმინდის დღეს შიდა ქართლშიც აღნიშნავენ – გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, მოეწყობა საზეიმო მსვლელობაც

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღეს შიდა ქართლშიც აღნიშნავენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. ამ წუთებში კი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება.
პარაკლისს ესწრებიან სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენთვის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი თარიღი. ქალაქ გორში აღევლინება ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი და შემდგომ, გაიმართება საზეიმო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. მოხარული ვარ, რომ ძალზე ბევრი ადამიანია შეკრებილი და ჩვენს რეგიონში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნა“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში სიმონ გულედანმა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლების წინამძღვრობით, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძრიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა