“ბიძინას, მაგ მათხოვარს, ბარიგას და ვაჭრუკანას გადაეცი…” – დაპირისპირება მწერთალთა სახლში. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ასახულია კულუტირს მინისტრის, თეა წულუკიანისა და ირაკლი კაკაბაძეს შორის დაპირისპირება.
ირაკლი კაკაბაძის გაღიზიანება თეა წულუკიანის მიერ ზურაბ რთველიშვილისთვის განკუთვნილი ფესტავალის დაბლოკვამ და მინისტრის დისკრიმინაციულმა დამოკიდებულებამ, კერძოდ, 50 წელს გადაცილებული ხელოვანების მიმართ ასაკზე ყურადღების გამახვილებამ გამოიწვია.
მწერალმა კულტურის მინისტრის ქმედებას “ასაკოვანი ფაშიზმი” უწოდა და აღნიშნა, რომ წულუკიანს არანაირი უფლება არ გააჩნია, ღონისძიებები ხელოვანების ასაკის გამო გააუქმოს.
მწერლის თქმით, ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა სრულად არის მოშლილი, ხოლო თეა წულუკიანს კულტურის სფეროში არაფერი არ გაეგება.
ეს ქალი გოგა ხაინდრავას ყურმოჭრილი მონა და ცუმბუშაა. ეს მთელ უფროს თაობას და ამდენ ხალხს ხოცავს, სამუშაოდან აგდებს და ისე მოიხსენია, რომ პლუს კიდევ დათო დოიაშვილს ერჩის. ეს ყველაფერი სათქმელია. მე ჩემ თავსაც ვამტყუნებ, რომ აქამდე არაფერს ვეუბნებოდი. რეალურად ქვეყანაში მთლიანად სოციალური პოლიტიკა არის სრულებით უპასუხისმგებლო და მოშლილი. რაც შეეხება ქალბატონ თეას, ძალიან დიდი პრობლემა აქვს. მას ეს სფერო აბსოლიტურად არ ესმის და გოგა ხაინდრავასნაირ გარეწრებს და ქვეყნის მოღალატეებს უსმენს. იმ ადამიანებს, რომლებმაც მანდარინებზე გაასაღეს საქართველო სამოქალაქო ომის დროს და ამ ადამიანებს უსმენს კულტურის მინისტრი, ამ ადამიანების რჩევებს ასრულებს”, – აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ. ტვპირველი