ანდრეი ერმაკი – აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ, პოზიციები შევათანხმეთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს, -ის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მრჩევლებთან სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინისა და ს დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ, პოზიციები შეათანხმეს.
ერმაკის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთა ერთად შეხვედრა გამართა უკრაინის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონათან პაუელთან, საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველთან დიპლომატიურ საკითხებში, ემანუელ ბონთან და გერმანიის კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ზაუტერთან.
„შევათანხმეთ პოზიციები სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ. მზადაა მშვიდობისა და ხანგრძლივი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე“, – აცხადებს ერმაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“