დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს შევხვდები, როგორც კი ამ შეხვედრის მოწყობას შევძლებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას როგორც კი ამ შეხვედრის ორგანიზებას შეძლებენ.
„ვფიქრობ, დროა, უბრალოდ გავაკეთოთ ეს. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდიოდა და ზელენსკი მიდიოდა. მე ვთქვი, თუ მე არ წავალ, გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინიც არ წავა და ის არ წავიდა. მესმის ეს – მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. საშუალოდ, ყოველ კვირას 5 000 ახალგაზრდა იღუპება“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, სად შეხვდება რუს კოლეგას, ტრამპმა უპასუხა: „როგორც კი შევძლებთ მის მოწყობას“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება