რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში აფეთქება მოხდა პარაფინის გადამამუშავებელ საწარმოში „სვეჩა“.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, შენობის ნანგრევებში ერთ ადამიანს ეძებენ.
აფეთქება დღეს, 16 მაისს დილით მოხდა. საწარმოს შენობა ნაწილობრივ დანგრეულია.
წინასწარი, ოფიციალური ვერსიით, ტექნოლოგიური პროცესის დარღვევამ ღუმელში ჰერმეტულობის დარღვევა გამოიწვია, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. ადგილობრივმა საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა საშიშ სამრეწველო ობიექტებზე უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის მუხლით.
ფორუმი
