რუსული მედია – რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა სტამბოლში 12:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა დღეს, მოსკოვის დროით 12:30 საათზე [თბილისის დროით 13:30 საათზე] სტამბოლში იგეგმება, – ამის შესახებ რუსულ მედიას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
მედიის ინფორმაციით, ს, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივ შეხვედრამდე თურქეთის, -ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება.
„თურქეთი-რუსეთი-უკრაინის ფორმატში სამმხრივი შეხვედრა დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამუშაო ოფისში მოსკოვის დროით 12:30 საათზე დაიწყება. თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის შეხვედრა კი მოსკოვის დროით 10:45 საათზე დაიწყება“, – აღნიშნა წყარომ.