ალექსანდრ სირსკი – მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გამოფიტვის ომად აქცია და მის საწარმოებლად 640 000-მდე ჯარისკაცს იყენებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გამოფიტვის ომად აქცია და იყენებს ჯარების გაერთიანებულ ძალას, რომლის საერთო რაოდენობა 640 000-მდე ადამიანია.
„სამართლიანი მშვიდობის მიღწევის იმედი გვაქვს, თუმცა ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხაზის დაახლოებით 1 100 კილომეტრიან მონაკვეთზე გრძელდება. დიპლომატიური მოწოდებების მიუხედავად, არ თმობს თავის წინა საბრძოლო მიზნებს; მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გამოფიტვის ომად აქცია და 640 000-მდე ადამიანისგან შემდგარ გაერთიანებულ ძალას იყენებს“, – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ეფექტური თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას, რაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგებს აყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობის გამო, „რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია“, MATRA-ს პროგრამას დროებით წყვეტენ