რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი – დილიდან დაველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც შეხვედრაზე უნდა მოვიდეს

რუსეთი დღეს დილიდან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება,- ამის შესახებ სტამბოლში ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა.
„დილით, დილის 10 საათიდან, დაველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც შეხვედრაზე უნდა მოვიდეს“, – განუცხადა მედინსკიმ ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, რუსეთის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების წინაპირობების გარეშე წარმოებისთვის. „მზად ვართ სამუშაოდ“, – დასძინა მედინსკიმ.
ამასთან, მან ნაყოფიერი უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, ჰაკან ფიდანთან გამართულ შეხვედრას, რომელზედაც რუსულმა მხარემ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა.
„დღეს უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან და ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ “, – განაცხადა მედინსკიმ.