დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები – რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი

რუსეთ-სთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩასული რუსული დელეგაციის შესახებ არაფერი იცის.
„არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის 16 მაისს თურქეთში ჩავიდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება