უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი მისივე სიტყვებიდან, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. ახლა ვინ იმსახურებს ამ სიტყვებს, რამდენიმე წამში შევეცდები მოგახსენოთ.
როცა აქეთ-იქით რეკავ და ათას ახლობელს ცდილობ გამოძებნო ხვეწნით და მუდარით, შემთხვევით არ ვამბობ, ხვეწნით და მუდარით მდინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძესთან და ა.შ. აღარ გავაგრძელებ და იხვეწები, რომ იქნებ რამენაირად შევცვალოთ გადაწყვეტილება და ა.შ. და როდესაც დარწმუნდები, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ასეთ რაღაცას კადრულობ, მის პიროვნულ თვისებებზე, ალბათ ვინ ვინ არის და რას იმსახურებს აქედან უნდა ვიმსჯელოთ. ეს ერთი.
არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, სამწუხაროდ. თავის დროზე იყო კონსულტაციები გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კონსენსუსების და კომპრომისების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალ. დაგიდასტურებთ იმას, რომ იყო თავის დროზე პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები, რჩევები მათი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ან მის გარეშე, რბილად და, ბუნებრივია, ჩვენც ყველას გვიხარია და გვიხაროდა, როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობებზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ქართველები არიან ხოლმე. ეს ბუნებრივია, ყველას გვიხარია, მაგრამ როდესაც ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, წარმოადგენს თავის პატრონებს.
ახლა რომ გული წყდება, რომ პრემიერს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, ჩვენ კი არა, მთელ საქართველოს, როდესაც საქართველოს ჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს, მაშინ უნდა მიხვდეს. და წითელი ხაზიაო. რომ ურეკავენ საქართველოდან თავის დროზე, თვეებით ადრე, სხვადასხვა თემებზე და მაინც, ბოდიში ძალიან დიდი და ფეხებზე იკიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა-მუდარას, ამ თავმოყვარეობის დაცემას, არავინ შეხედავს სერიოზულად და შეაფასებს ისე, როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამიტომ, ეს პოლოლიკაშვილი იქნება, თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული, და ამას შემთხვევით არ ვიძახი, თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს.
და თან აქ ფორმალური მხარეც იყო, მესამე შემთხვევაზე გარკვეული პრეტენზიები იმ ჩვენ ევროპელ მეგობარ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი პრეცედენტის დაშვება არ უნდათ. მისი შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ ერთპროცენტიანი შანსის გულისთვის ის კადრულობს უკადრებელს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გვიხარია ჩვენ იმიტომ, რომ ის არის ქართველი, ის არის საქართველოს მოქალაქე, სხვადასხვა პოზიციებზე ის არის ძალიან კარგი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს საქართველოს და მის ხელისუფლებას და როდესაც პარტნიორთან ურთიერთობაში გჭირდება მაშინ რომ ქრება და მაშინ ჩნდება და ზარებით იკლებს ყველას და ყველაფერს და, მათ შორის პრემიერმინისტრს, როდესაც მას ჭირდება პერსონალურად და მის პატრონებს სჭირდებათ. და როგორ დაეპატრონნენ, თავის დროზე ეს უკვე ასე იყო და თავიდან თამაშობდა, თუ მერე დაიწყო თამაში, ამაზე თვითონ გასცეს პასუხები.
ახლა შეიძლება რაღაც მოლოდინები ჰქონდეთ, რომ შემოვა ქართულ პოლიტიკაში. ჩამოვა, აქ დაახვედრებენ მინიმუმ ორ ქართულ, ბრჭყალებში, ქართულს რომ ვეძახი უკაცრავად, ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას და გახდება გმირი, როგორ დაიჩაგრა საქართველოდან. ამ ყველაფერს რეალური საფუძველი ჰქონდა, მორალური საფუძველი ჰქონდა და როდესაც სხვის მიმართ რაღაცებს დაავალებენ, რომ იძახოს, თვითონ თავის თავში ეძებოს პრობლემა ყველამ, ვინც საქართველოს კი არა, ემსახურება თავიანთ პატრონებს. სამწუხაროდ, ეს კაციც მათ რიგებში ჩადგა.
თქვა ივანიშვილის წარმომადეგენელმა, მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილზე.
ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა – ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.