2025 წლის პირველ კვარტალში “ქართული ოცნების” დეპუტატების მოგზაურობაში ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი დაიხარჯა – ყველაზე ძვირი მარიამ ლაშხის მივლინება დაჯდა, რამაც 24,507 ლარი შეადგინა.
“პირველები” დაინტერესდა, რა სარგებელი მოუტანა ქვეყნას ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატების ვიზიტებმა, ვის ხვდებიან და რა შედეგებით ბრუნდებიან უკან ქვეყანაში და ამის შესახებ კითხვები სიის სათავეში მყოფ მარიამ ლაშხს დაუსვა.
“მასონების მამხილებელმა” დეპუტატმა, ნაცვლად კითხვებზე პასუხისა “ტვ პირველისგან” აღიარება მოითხოვა:
როგორც დეპუტატს მწერთ? როგორც “ოცნების” წევრს ისე თუ მწერთ, პარტიულ საკითხებზე, შეგიძლიათ პარტიული კითვა დამისვათ. თუ პარლამენტის საკითხზე მწერთ, ანუ მაღიარებთ პარლამენტის წევრად? მათ შორის მე, რომელსაც საგარეო პოლიტიკის აღსრულება მევალება, ვასრულებ ამ მოვალეობას”, – ამბობს მარიამ ლაშხი.
- მარიამ ლაშხი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, 9-17 მარტს აშშ-სა და მექსიკას ეწვია, 23-27 მარტს სერბეთს, 27-30 მარტს კი თურქეთს.
მივლინებებში დახარჯული თანხით, სიაში მეორე ადგილს ლევან მახაშვილი იკავეს. ივანიშვილის რეჟიმის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მივლინებები უნგრეთში, ბელგიაში, ალბანეთში, ავსტრიაში, სლოვენიასა და რუმინეთში ბიუჯეტს 23,140 ლარი დაუჯდა.
ჩვენ გქვონდა ძალიან კარგი საუბრები არა მარტო ალბანეთში, არამედ სლოვენიშიც, ბრიუსელშიც და სხვაგანაც”, – ამბობს მახაშვილი “პირველებთან”.
მესამე ადგილს მივლინებათ სიაში ივანიშვილის რეჟიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, რომლის უნგრეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, ბოსნია ჰერცოგოვინასა და ეგვიპტეში მივლინება ბიუჯეტს 23,140 ლარი დაუჯდა. მან “პიველებთან” კომენტარის გაკეტება არ ისურვა.
მეექვსე ადგილზეა ირაკლი ქადაგიშვილი, რომლის ეგვიპტესა და იაპონიაში მივლინება ბიუჯეტიდან 10,116,90 ლარი დაჯდა.
ეგვიპტეში ჩემი ვიზიტი არის, მე გახლავართ მსოფლიო მართლმადიდებელ დეპუტატთა კავშირის წევრი. აქედან გამომდინრე, ეს იყო გენერალური სამდივნოს შეხვედრა და ამ სამდივნოს მუშაობაში მივირე მონაწილეობა”, – ამბობს ქადაგიშვილი.
სიაში მეცხრე ადგილს გიორგი ჩაკვეტაძე იკავებს, რომლის ალბანეთსა და უნგრეთში მოგზაურობა 8,458, 81 ლარს შეადგენს.
ივანიშვილის დეპუტატმა დღეს მარიამ ლაშხის მსგავსად “ტვ პირველისგან” აღიარება მოითხოვა.
თითოეული ვიზიტი, რომელაც პარლამენტი ახორციელებს, არის მნიშვნელოვანი. საქართველოს პარლამენტი, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის მიერ, პირველ რიგში, თქვენმა ტელევიზიამ უნდა აღიაროს ეს პარლამენტი, ეს არის მნიშვნელოვანი”, – უთხრა “პირველებს” ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში “ქართული ოცნების” დეპუტატების საერთაშორისო მივლინებები სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამურად 188,040 ლარი დაუჯდა.