Wolt x SOLO – ისარგებლეთ 12 თვემდე Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ

SOLO-მ პარტნიორ ფინურ კომპანია ვოლტთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები Wolt+-ის 1 წლიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ.

შეთავაზების გასააქტიურებლად SOLO მომხმარებლები ს მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს უნდა ეწვიონ. აღნიშნული შეთავაზების აღწერაში მათ ბმული დახვდებათ, რომელზე გადასვლის შემდეგაც უფასო გამოწერის სერვისი გაუაქტიურდებათ.

აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს Wolt+ სერვისით, შეთავაზების გააქტიურების შემთხვევაში შემდეგი 12 თვე უფასოდ ისარგებლებს და სტანდარტული ტარიფის გადახდას 12 თვის შემდეგ გააგრძელებს.

ინფორმაციისთვის, Wolt+-ის გამოწერა გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისით უფასოდ სარგებლობას. მომხმარებელი სხვა დამატებითი სერვისის (მაგ: სერვისის საფასურის) გადასახადისგან არ თავისუფლდება. Wolt+ დეტალურ პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე