კობახიძე “საბჭოურ მიდგომას” უწოდებს OSCE PA-ის წევრების მოწოდებას ვიზების არგაცემაზე

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი “საბჭოურ მიდგომას” უწოდებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში -ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვისა და ლატვიის დელეგაციების წერილს პორტუგალიის პრემიერისადმი.
კერძოდ, საუბარია ამ ქვეყნების ხელმძღვანელებისა და წევრების ერთობლივ განცხადებაზე, რომლებიც პორტუგალიას მოუწოდებენ, არ გასცეს ვიზები ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაესწრონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიას, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე, პორტუგალიაში გაიმართება.
რეჟიმის პრემიერი ამბობს, რომ “სხვანაირ ევროპას და აშშ-ს იცნობდნენ”.
“ნუ, ესეც არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რომ შეხედოთ ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით ცეკა-ს მდივანს. არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს, სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც განასახიერებს ჯო უილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება”, – ამბობს .
წერილში, რომელსაც X-ზე ჰელსინკის კომისია აქვეყნებს, ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები პორტუგალიის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითებენ, რომ ქართული ოცნების მთავრობის წევრებისთვის “ამ პრესტიჟული სესიის დასწრების პრივილეგიის მიცემა მათი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციას მოახდენს და მათ მისცემს პლატფორმას, რომელსაც არ იმსახურებენ”.