ტრამპმა ისევ არ გამორიცხა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების გამო თურქეთში ჩასვლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისევ არ გამორიცხა ჩასვლა თურქეთში, სადაც დღეს იწყება უკრაინისა და ს წარმომადგენელთა მოლაპარაკება. ამის შესახებ მედიასაშუალებები, მათ შორის CNN-ი და AFP იუწყებიან.
კატარში ვიზიტის დასრულების შემდეგ, დღეს, 15 მაისს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ის თურქეთში არ იქნებოდა, იქ არც პუტინი ჩავიდოდა.
„თუ რაღაც მოხდება, პარასკევს გავემგზავრები, თუ ეს მიზანშეწონილი იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
14 მაისს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სთან მოლაპარაკებაზე რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. ის მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე, რომლებიც ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან სტამბოლში მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა და ის, რომ პუტინი სტამბოლში ჩასვლას არ აპირებს, მედიასაშუალებებმა, მათ შორის CNN-მა და Reuters-მა თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ -ის პრეზიდენტი თურქეთში არ გაემგზავრება. მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავდა.
დღეს, 15 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.
ანკარაში გამგზავრებამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებაში მონაწილეობას დასთანხმდება, ის და ერდოანი მზად არიან, ანკარიდან სტამბოლში ჩავიდნენ.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.
ფორუმი