დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სთან მოლაპარაკებებისთვის დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ერთი გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ, რათა სამართლიან, ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას მივაღწიოთ“, – განაცხადა დევიდ ლემიმ.
მისი თქმით, „მშვიდობის მისაღწევად თავისი მზადყოფნა უკრაინის პრეზიდენტმა, მ დაადასტურა იმით, რომ ის დღეს თურქეთში იქნება“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ყურადღებით ვაკვირდებით და მხედველობაში ვიღებთ იმას, რომ რუსულ მხარეს დაბალი რანგის პირები წარმოადგენენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, კრემლმა თურქეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ს დელეგაციის შემადგენლობის სია გამოაქვეყნა, რომელშიც არ არის.
რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გალუზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდრ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – სახელმწიფოს ვალდებულებაა, საგამოძიებო უფლებამოსილებები დამოუკიდებელ ორგანოს ჰქონდეს – განა რა არის იმაზე უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ორგანო – საქართველოს პროკურატურა?!